ვან დერ ვაარტი: "ორივე მატჩის მოგება ჩვენი ვალია"
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"გუშინდელი გამარჯვებით, უზომოდ ბედნიერი ვარ. გუნდმა ჩინებულად ითამაშა და შრომაც დაუფასდა. ჩვენ გოლის გატანის ძალიან ბევრი შანსი გვქონდა. ერთი სიტყვით ჩვენთვის ეს მატჩი ძალიან კარგი გამოდგა."
"კრიშტიანო რონალდომ გუშინ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. იგი გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. პორტუგალიელი ფეხბურთელი ძალიან დიდ სამსახურს წევს კლუბისთვის. ასევე მის მსგავსად ყველამ კარგად ითამაშა, რაც იმას მოწმობს, რომ გუნდი ტიტულის მოსაპოვებლად ყველაფერს აკეთებს."
"ყველაფერი შემდეგ ტურში გადაწყდება. "ბარსელონა" "სევილიას" ესტუმრება. ეს შეხვედრა ძალიან დაძაბული იქნება. ჩვენ დარჩენილი ორივე მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. დარწმუნებული ვარ კატალონიელები შაბათს ქულებს დაკარგავენ."
"მე ტრავმა სრულად მოვირჩინე და გუნდის დასახმარებლად მზად ვარ."
- 6 მაი 2010
- 2 102
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.