ჰაკიმი: „ეს ყოველთვის ჩემი ოცნება იყო“
აშრაფ ჰაკიმის მომავალთან დაკავშირებით ბევრი იწერება, როგორც გერმანულ, ასევე ესპანურ პრესაში.
მაროკოელის მოქმედი ხელშეკრულება (იჯარის) „ბორუსიასთან“ მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. თავის მხრივ, დორტმუნდელები მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ ფეხბურთელის გამოსყიდვა შეძლონ. პარარელურად, განაპირა მცველის შესაძლობებით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი მიუნხენურ გრანდში, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ზიდანი არავისთვის აპირებს ჰაკიმის დათმობას. ფრანგ სპეციალისტს გადაწყვეტილი აქვს, რომ ის „რეალის“ ძირითად გუნდში დააბრუნოს, რითაც მეტად გააძლიერებს გუნდის უკანა ხაზს.
„ვერ გეტყვით, რა მოხდება ივნისში. სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა ჩემი მომავალი.რა თქმა უნდა, ყოველთვის მქონდა ოცნება სამეფო კლუბში თამაშისა.დიდი სიამოვნებაა, როდესაც მსოფლიოს საუკეთესი მოთამაშეების გვერდით ვარჯიშობ“ - განაცხადა აშრაფმა.
„სწორედ ზიდანმა ჩამომაყალიბა ისეთ ფეხბურთელად, როგორიც დღეს ვარ.რა არის იმაზე უკეთესი, ისწავლო ყველა დროის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისგან?!“ - დაამატა ფეხბურთელმა.
AS
- 24 იანვარი 2020
- 2 387
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.