„რეალი“ მბაპესა და „პსჟ“-ს კონტრაქტის შესწავლას იურისტების ჯგუფს ავალებს
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, კილიან მბაპეს მადრიდში გადაყვანას ფლორენტინო პერესი 2020 წელს გეგმავს. სამეფო კლუბის პრეზიდენტი მოთმენას აღარ აპირებს და თვლის, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტრანსფერის შემთხვევაში ზინედინ ზიდანი საოცრებებს ჩაიდენს...
არაოფიციალური ინფორმაციით, მადრიდულმა მხარემ იურისტების ჯგუფის მბაპესა და „პსჟ“-ს კონტრაქტის სრულფასოვანი შესწავლა დაავალა.
„რეალი“ მზად არის, მაქსიმუმი გაიღოს კილიანის დასამატებლად და უკან დახევას აზრი არ აქვს.
მბაპეს პარიზულ გრანდთან ხელშეკრულება 2022 წელს ეწურება, იქამდე კი 2 წელიწადზე მეტია დარჩენილი, აქედან გამომდინარე, მადრიდი მტკიცე ნაბიჯების გადადგმას იწყებს.
ასევე გასათვალისწინებელია წინახაზელის ბოლოდროინდელი გზავნილები. მხოლოდ იანვრის თვეში, მბაპემ 4-ჯერ ისაუბრა სამეფო კლუბზე.
- 24 იანვარი 2020
- 2 968
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.