კარვახალი:„გაბრაზებული ქომაგების წინაშე თამაში ყველაზე რთულია“
დანიელ კარვახალმა ჟურნალისტებთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...
„გაბრაზებული ქომაგების წინაშე თამაში ყველაზე რთული ამოცანაა. ჩვენ მზად ვართ, გავუძლოთ ნებისმიერ ზეწოლას, მივიღოთ ნებისმიერი გამოწვევა და სეზონი ტიტულებით დავასრულოთ. მიმდინარე წელს ბევრი გეგმა გვაქვს, რომელიც ეტაპობრივად უნდა განვახორციელოთ.“
„ვფიქრობ, კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო მომენტში ვარ. ამ ასაკში უკვე დიდი გამოცდილება დავაგროვე და მზად ვარ, ყველაფერი გუნდს მოვახმარო. სამეფო კლუბში ჩატარებული ყველა მატჩი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.“
„ზიდანი გამორჩეული ფიგურაა. ფრანგი ზუსტად იმ პოლიტიკას ატარებს, რომელიც მაშინ გაატარა, როდესაც რაფა ბენიტესი შეცვალა. ყველას გვახსოვს, რა მოჰყვა ზინედინის მოსვლას გუნდში. ფრანგის მთავარი კოზირი ფეხბურთელების პოტენციალის ამოცნობაა, ის ყველას აძლევს შანსს და ცდილობს, რომ ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი მიიღოს. ზიზუზე ეს არასდროს მითქვამს, მაგრამ ახლა გეტყვით, ფრანგი არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და მომთხოვნი მწვრთნელი, ვისთან ერთადაც მიმუშავია.“
„თავმდაბლობა ადამიანის გამორჩეული თვისებაა, რომელიც წარმატების მიღწევაში გეხმარება.“
„კანტერანოებს მხოლოდ მუდმივ მუშაობას ვურჩევ. ზუსტად მახსოვს, საიდან მოვდივარ და რა ეტაპის გავლა მომიხდა. „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, სადაც ყველა ვერ დაიმკვიდრებს ადგილს, მაგრამ ახალგაზრდები დიდი შემართებით უნდა იყვნენ და ეცადონ, რომ ოცნება აიხდინონ.“
- 24 იანვარი 2020
- 2 010
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.