რეგილონს „სევილიაში“ დარჩენა კიდევ 1 წლით სურს
სერხიო რეგილონის პროგრესი „სევილიაში“ აშკარაა...
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესპანელი განაპირა მცველი „რეალს“ ეკუთვნის, თუმცა ის თვლის, რომ ანდალუსიაში კიდევ 1 წლით დარჩენა ბრწყინვალე გადაწყვეტილება იქნებოდა.
სერხიოს საკუთარი გეგმები აქვს. ის კარგად ხედავს, რომ ზიდანი მარსელოსა და მენდის შორის არჩევანის გაკეთების დროს ხშირად ბევრს ფიქრობს. წარმოიდგინეთ, რა მოხდება მაშინ, როდესაც მარცხენა ფრთაზე კონკურენციაში სერხიოც შევა.
„სევილიაში“ კიდევ 1 წლით დარჩენა და მსგავსი ტემპით პროგრესის ჩვენება რეგილონს მისცემს იმის საშუალებას, რომ პრეტენზიები ჰქონდეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რას ფიქრობს სამეფო კლუბი ესპანელ ფეხბურთელზე.
- 24 იანვარი 2020
- 1 032
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.