„არსენალი“ მარტინელთან დაკავშირებით მოლაპარაკებაზე უარს ამბობს
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ახალგაზრდა ბრაზილიელი შემტევის, გაბრიელ მარტინელის შეძენით სერიოზულად ინტერესდება, რაც „არსენალის“ ხელმძღვანელობისთვის ნერვიულობის საბაბია...
მიკელ არტეტას წინახაზელის გაშვება არ სურს და ხელმძღვანელობისგან გარანტიებს მოითხოვს.
თავის მხრივ, ფლორენტინო პერესს და ზინედინ ზიდანს მარტინელი ძალიან მოსწონთ. „რეალი“ წინადადების ფორმირების პროცესშია.
Daily Mail-ის ინფორმაციით, სამეფო კლუბი „მეთოფეებისთვის“ მაცდური წინადადებით მიმართავს გეგმავს, რომლის მიხედვითაც, შეთანხმების შემთხვევაში, 18 წლის წინახაზელი პრემიერლიგაში დარჩება და „ბლანკოსს“ ან 2020-ის, ან 2021 წლის ზაფხულში შეუერთდება.
ისიც ცნობილია, რომ მარტინელი „კასტილიაში“ თამაშს არ დათანხმდება, ვინაიდან „არსენალის“ მთავარი გუნდიდან „რეალის“ დუბლებში გადასვლა არცერთი ფეხბურთელისთვის არ იქნება მისაღები, აქედან გამომდინარე, „ბლანკოსი“ შესაძლოა მართლაც წავიდეს დათმობაზე და ტრანსფერის ახლა გაჩარხვის შემთხვევაში, ფეხბურთელი წელიწადნახევრით „მეთოფეთა“ რიგებში დატოვოს.
- 23 იანვარი 2020
- 1 681
- 7