აღდგენითი ვარჯიშები ვალდებებასზე
პეპე და ვან დერ ვაარტი ბურთთან ერთად ვარჯიშობდნენ. ლასი გუნდს შეუერთდა, გუტი კი გამოსაჯანმრთელებელ დარბაზში შეუერთდა ძირითად ფეხბურთელებს.
მადრიდის რეალს 2 დღე აქვს დარჩენილი ატლეტიკის ბილბაოს გასამართ მატჩამდე. მანუელ პელეგრინიმ დღეს ვარჯიშზე ყველა ფეხბურთელის დასწრება მოითხოვა. ლასმა ზურგის ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და გუნდს შეუერთდა. გუშინდელ თამაშში ვინც იღებდა მონაწილეობას გამოსაჯანმრთელებ დარბაზში აღდგენით ვარჯიშებს ასრულებდნენ. მათ გუტი და რაულიც შეუერთდნენ.
როცა ძირითადი 11 ფეხბურთელი სპორტულ დარბაზში ირჯებოდა, მარსელო, მეტცელდერი, დრენტე, ბენზემა, დიარა, ლასი და ხუანფრანი ვალდებებასზე ვარჯიშობდნენ. ადანს და დუდეკს კი მეკარეების მწვრთნელი ხავიერ მანჩისიდორი ავარჯიშებდა.
გუშინდელი მატჩის შემდეგ კარგი ამბები გაისმა. პეპე და ვან დერ ვაარტი ფიტნესის მწვრთნელ კარლოს ლალინთან ვარჯიშობდნენ. მათ ფიზიკური ვარჯიშები შეასრულეს და ასევე ბურთთანაც წაივარჯიშეს.
წყარო: Realmadrid.com
- 6 მაი 2010
- 1 662
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.