დანი სებალიოსის დამატების სურვილი „ვალენსიამ“ გამოთქვა
დანი სებალიოსი სასწრაფოდ ახალ კლუბს ეძებს. ესპანელ ნახევარმცველს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა სურს და დარწმუნებულია, რომ „არსენალში“ დარჩენის შემთხვევაში, მისი შანსი მცირე იქნება...
დანის აგენტი თავად ეძებს ახალ კლუბს და როგორც სჩანს, საქმეში მადრიდის „რეალიც“ ჩაერთო.
„მარკას“ ინფორმაციით, ესპანური „ვალენსიას“ სებას იჯარით წაყვანაზე თანახმაა და მზად არის, მოლაპარაკებები 31 იანვრამდე წარმატებით დაასრულოს.
თავის მხრივ, დანის „ღამურების“ რიგებში გადასვლა „ბლანკოსისთვისაც“ ხელსაყრელია, ვინაიდან ფეხბურთელი ლა ლიგაში იქნება და „რეალში“ დაბრუნების შემდეგ ესპანურ ფეხბურთთან ხელახლა ადაპტირება აღარ დასჭირდება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რას ფიქრობს „არსენალი“ და რა ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა.
- 23 იანვარი 2020
- 916
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.