საოცარი იანვარი!
მადრიდის „რეალმა“ 2020 წელი ბრწყინვალედ დაიწყო. გარდა იმისა, რომ ზინედინ ზიდანმა უკვე შეძლო ესპანეთის სუპერთასის მოგება, იანვარში არცერთი მეტოქე არ გაახარა და აბსოლუტურად ყველა მატჩში გამარჯვებას მიაღწია. მომდევნო გაჩერება „ვალიადოლიდია“, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ზიზუს გუნდს ამ თვეში 100%-იანი შედეგი ექნება...
ყველაფერი 4 იანვარს დაიწყო, როდესაც სამეფო კლუბმა „ხეტაფე“ საკმაოდ მარტივად, ანგარიშით 0-3 დაამარცხა.
შემდეგ იყო ესპანეთის სუპერთასის მატჩები „ვალენსიასთან“ 1-3 და „ატლეტიკოსთან“ პენალტების სერიაში გამარჯვება.
ტრიუმფალური სვლა ზინედინ ზიდანის შეგირდებმა 18 იანვარს, „სევილიასთან“ განაგრძეს და საკმაოდ რთულ მეტოქეს 2-1 სძლიეს.
გუშინ „ბლანკოსი“ „სალამანკას“ ესტუმრა და 1-3 დაამარცხა, რაც ავტომატურად ნიშნავს „ლა კოპას“ მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვებას.
იანვარში ჩატარებულ 5 დაპირისპირებაში ზინედინ ზიდანის გუნდმა 11-ჯერ აიღო მეტოქის კარი და მხოლოდ 3 გოლი გაუშვა. 2020 წელს „მერენგები“ თითო მატჩში საშუალოდ 2 გოლზე მეტს იტანენ.
- 23 იანვარი 2020
- 1 324
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.