დაცვის მარჯვენა ფლანგს ნაჩო ფერნანდესი დაიკავებს
ალვარო ოდრიოზოლა „ბაიერნის“ ფეხბურთელია, დანი კარვახალმა კი ლა ლიგის წინა ტურში მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო და „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირებას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს....
ზიდანს სუფთა ტიპის მარჯვენა მცველი არ ჰყავს, აქედან გამომდინარე, „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირებაში კარვახალს ნაჩო ფერნანდესი შეცვლის, რომელიც თავის მხრივ დაცვის რგოლს სერხიო რამოსთან, რაფაელ ვარანთან და მარსელოსთან (ან მენდი) გაამაგრებს.
ოდრიოზოლას მიუნხენში გადასვლა ნაჩოსთვის გარკვეულწილად შანსია. მოგეხსენებათ, ესპანელი ფეხბურთელი მოედანზე ფაქტობრივად აღარ სჩანს, ვინაიდან დაცვის ცენტრში ცვლილებების შემთხვევაში რამოსის ან ვარანის ადგილს ედერ მილიტაო იკავებს, ახლა კი ნაჩო მარჯვენა ფლანგზე მოსინჯავს ძალებს.
- 23 იანვარი 2020
- 1 282
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.