„რეალი“ მომდევნო მეტოქეს ელოდება
მაშ ასე, პარასკევს, თბილისის დროით 16:00 საათზე სამეფო თასის მომდევნო წილისყრა გაიმართება, რის შემდეგაც გაირკვევა ზინედინ ზიდანის გუნდის მომდევნო მეტოქე „ლა კოპაზე“.
იმ შემთხვევაში, თუ „ბლანკოსის“ მეტოქე კვლავ ქვედა ლიგიდან იქნება, ზიზუს გუნდს კვლავ გასვლითი მატჩის ჩატარება მოუწევს. პრიმერას წარმომადგენელთან დაპირისპირების შემთხვევაში კი მასპინძლის სტატუსით ის გუნდი ისარგებლებს, რომელიც კალათიდან პირველი ამოვა.
1/16 ფინალში ადგილი უკვე გაინაღდეს „რეალმა“, „ბარსელონამ“, „სარაგოსამ“, „სევილიამ“, „ტენერიფემ“, „ვალენსიამ“, „ბილბაომ“, „სოსიედადმა“ „ოსასუნამ“ და „ვილიარეალმა“. დღეს 1/32 ფინალის დანარჩენი მატჩები გაირკვევა და დღის ბოლოს მომდევნო ეტაპის საგზურის მქონე ყველა გუნდი გვეცოდინება.
სამეფო კლუბი „ლა კოპას“ მომდევნო დაპირისპირებას 29 ან 30 იანვარს ჩაატარებს.
- 23 იანვარი 2020
- 960
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.