ზიდანი: „ვნახოთ, რა იქნება 31 იანვრამდე“
სამეფო კლუბის თავკაცმა ზინედინ ზიდანმა, „სალამანკასთან“ ჩატარებული თამაში შეაფასა.
„სიმართლე გითხრათ, მოტივაციის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდიდით, უბრალოდ მძიმე თამაში იყო საკმაოდ არაკომფორტულ მოედანზე.ჩვენი მიზანია მაქსიმუმის გაღება, რათა აღნიშნული გათამაშების გამარჯვებულნი გავხდეთ.ვფიქრობ, ფეხბურთელები ბოლომდე გაისარჯნენ და შედეგიც სახეზეა. ახალ უკვე მომდევნო თამაშს დაველოდებით.“
„როგორც ზემოთ აღვნიშნე, სტადიონი არ იძლეოდა საშუალებას უკეთესი მატჩის ჩატარებისა.ჩვენმა მეტოქემ გახსნილი ფეხბურთი შემოგვთავაზა და შეიძლება ითქვას, 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით შეხვედრის მიმდინარეობას.ყველაზე კარგი ის არის, რომ მწირი სათამაშო პრაქტიკის მქონე ფეხბურთელებს მიეცით თავის წარმოჩენის საშუალება.“
„ბეილმა მცირე დაზიანება მიიღო და ამიტომ მოგვიწია მისი შეცვლა.დანარჩენს გამოკვლევა გვიჩვენებს.“
„გახარებული ვარ ბრაჰიმის კარგი თამაშით.ყველა მოთამაშემ უნდა გამოიყენოს მიცემული შანსი.“
„ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელმა იცის თავისი მდგომარეობის შესახებ.დაზუსტებით ვერ გეტყვით, 31 იანვრამდე დატოვებს თუ არა გუნდს კიდევ რომელიმე მათგანი.ჩემს განკარგულებაში 25 მოთამაშეა და მე კმაყოფილი ვარ მათი ასპარეზობით.“
RealMadrid.Com
- 23 იანვარი 2020
- 2 414
- 5