კარვახალმა ოთხი კონკურენტი ჩამოიშორა
როგორც უკვე იცით, სამეფო კლუბმა ოდრიოსოლა 6 თვით „ბაიერნში“ გაუშვა.
ბოლო წლების განმავლობაში, მადრიდელებმა მილიონობით ევრო დახარჯეს მარჯვენა ფრთაზე კონკურენციის შექმნისათვის, მაგრამ 2013 წლის ზაფხულში, ლევერკუზენიდან დაბრუნებული კარვახალი არავის აძლევს გაქანების საშუალებას.
როდესაც იჯარის ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ დანი კვლავ მშობლიურ ფესვებს ეზიარა, მან მყისვე ამოაგდო შემადგენლობიდან ვეტერანი არბელოა, რომელსაც მალევე მოუწია კლუბის დატოვევა.
იგივე ბედი გაიზიარა ბრაზილიელმა დანილომ. მის სანაცვლოდ „რეალმა“ 32 მლნ. გადაუხადა „პორტუს,“ თუმცა ფეხბურთელმა ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი.
ოდრიოსოლას მოსვლამდე კი, „ბლანკოსმა“ ჰაკიმი დააწინაურა „კასტილიადან.“ ცხადია, ახალაგზრდა ფეხბურთელს გაუჭირდა ადგილის დამკვიდრება ძირითად შემადგენლობაში და კლუბმა ის „ბორუსიაში“ გაანათხოვრა, სადაც თვალნათლივ პროგრესს განიცდის და ვინ იცის, სწორედ მაროკოელი დაასრულებს კარვას ჰეგემონიას.
რაც შეეხება ისევდაისევ ალვარო ოდრიოსოლას, სამეფო კლუბს 40 მლნ. ევრო დაუჯდა ამ უკანასკნელის ტრანსფერი. „რეალ სოსიედადიან“ გადმოხვეწილ განაპირა მცველს, თავდაპირველად, დიდი იმედებით შეყურებდნენ დედაქალაქში.
მაშასადამე, ჯერ-ჯერობით დანიელ კარვახალი ბატონობს მარჯვენა ფლანგზე. „ორიანი“ შთამბეჭდავი ასპარეზობის წყალობით, მადრიდისტების ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
MARCA
- 22 იანვარი 2020
- 2 238
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.