რა პირობებში მოუწევს თამაში „რეალს?“
„კოპა დელ რეის“ 1/16 ფინალის დაპირისპირების ფარგლებში, „რეალი“ „სალამანკას“ ესტუმრება.
აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა 4000 კაციანი საფეხბურთო არენა ვერანაირ გამოწვევას ვერ პასუხობს.გარდა იმისა, რომ მოედნის ინფრასტრუქტურა ხარისხიანი სატელევიზიო რეპორტაჟის წარმოების საშუალებას არ იძლევა, გუშინ მოსული უხვი ნალექის წყალობით (რაც ფოტოზეც ჩანს), მნიშვნელოვნად დაზიანდა მწვანე საფარიც.
ჟურნალისტების ინფორმაციით, გარკვეული პრობლემებია გასახდელშიც, სადაც ცხელი წყალი საკმარისი არ არის ყველა ფეხბურთელისათვის.
ამ მომენტისათვის, სალამანკაში პლიუს 3 გრადუსს აჩვენებს თერმომეტრი.გამომდინარე იქედან, რომ შეხვედრა საღამოს არის ჩანიშნული, მადრიდელებს გვარიან სიცივეში მოუწევთ ბურთაობა.
- 22 იანვარი 2020
- 2 283
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.