რა შეიცვალა „კოპა დელ რეიზე?“
მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციამ რიგი ცვლილებები განახორციელა სათასო ტურნირების რეგლამენტში.
როგორც უკვე ვნახეთ, მთლიანად შეიცვალა ესპანეთის სუპერთასის ფორმატი.თუ აქამდე პრიმერა დივიზიონისა და „კოპა დელ რეის“ გამარჯვებულები 2 მატჩიან დუელში არკვევდნენ საუკეთესოს ვინაობას, ახლა ქვეყნის სუპერთასის ტიტულისათვის ლა ლიგის ცხრილში პირველ 4 პოზიციაზე (განვლილი სეზონის შედეგების მიხედვით) მყოფი გუნდი იბრძოლებს.
ამასთანავე, ფედერაციის ბოსების გადაწყვეტილებით, აღნიშნული გათამაშება ნეიტრალურ ქვეყანაში ჩატარდება, რამაც უფრო მეტი კომერციული სარგებელი უნდა მოიტანოს, თუმცა ეს სასტიკად არ მოსწონთ ადგილობრივ გულშემატკივრებს.
შეიძლება ითქვას, რომ ძირეული განახლება განიცადა სამეფო თასის წესდებამაც.უფრო კონრეტულად, ტურნირის 1/2 ფინალამდე, ორის ნაცვლად ერთ მატჩიან დაპირისპირებებს ვიხილავთ, რაც იმით აიხსნება, რომ გრანდებისა და ქვედალიგელების თამაშების დროს, ფაქტობრივად, არ არსებობს არანაირი ინტრიგა და შესაბამისად, უბრალოდ ფორმალებას ატარებს განმეორებითი მატჩები.
კიდევ ერთ ცვლილებას, რომელიც „კოპა დელ რეის“ მასშტაბით მოხდა, უკვე დიდი გამოხმაურბა მოჰყვა ესპანეთში.კერძოდ, გუნდები ვალდებულნი იქნებიან, სასტარტო შემადგენლობაში მთავარი გუნდის მინიმუმ 7 ფეხბურთელი განამწესონ.ანუ, მეორე გუნდისა და აკადემიის განკარგულებაში მყოფი მოთამაშეების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ოთხს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსაჯს ყოველგვარი უფლება აქვს, თამაში შეწყვიტოს და ტექნიკური გამარჯვება (3-0) ჩაუთვალოს მოწინააღმდეგეს.
აღნიშნულ იდეების მთავარ ავტორად ლუის რუბიალესი (ე.ფ.ფ. პრეზიდენტი) სახელდება.
- 22 იანვარი 2020
- 2 164
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.