ვერნერისთვის „რეალი“, „ბარსელონა“ და „ლივერპული“ იბრძვიან
როგორც სჩანს, ტიმო ვერნერის დღეები „ლაიფციგში“ დათვლილია. გერმანელ ფეხბურთელზე პრეტენზიას მსოფლიო გრანდები აცხადებენ...
„ბარსელონას“ სუარესი დაემტვრა, თანაც დიდი ხნით. კატალონიელები ფიქრობენ, რომ ვერნერის შეძენა ამ ეტაპზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება.
რამდენიმე დღის წინ ასპარეზზე „ლივერპულიც“ გამოჩნდა. იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ტიმო „მერსისაიდელთა“ სტილისთვის ზედგამოჭრილი მოთამაშეა.
Sky Sport უწყება, რომ ფლორენტინო პერესმა საფრთხე იგრძნო და ზინედინ ზიდანთან კონსულტაციები გამართა. მადრიდის „რეალი“ აქტიურ მოლაპარაკებებს იწყებს და არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ გერმანელი ფორვარდი დაიმატოს.
- 22 იანვარი 2020
- 872
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.