ატლეტიკოს სურს შეიძინოს გაგო და იგუაინი.
marca.com იუწყება რომ, ''მადრიდის ატლეტიკოს'' სურს შეიძინოს ''მადრიდის რეალის'' ორი არგენტინელი ფეხბურთელი: ფერნანდო გაგო და გონსალო იგუაინი. ''როხიბლანკოს'' ხელმძღვანელობა ფლორენტინო პერესთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ფერნანდო გაგომ სასტიკი უარით გაისტუმრა ატლეტიკოს ბოსები და მან განაცხადა: მე მადრიდის რეალში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ.ხოლო იგუაინს რაც შეეხება მოგეხსენებათ ფლორენტინო პერესი დაინტერესებულია აგუეროს ან ფორლანის შეძენით, თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა ამ შემთხვევაში იგუაინი გუნდს დატოვებს და გადაბარგდება ატლეტიკოში.აქვე შეგახსენებთ რომ ხაბი ალონსოს ბლანკოსში გადმოსვლის შემდეგ გაგოს თითქმის არანაირი შანსი არ აქვს ძირითადში მოსახვედრად, ასე რომ უნდა ვივარაუდოთ გაგოს გუნდიდან წასვლაც.
ინფორმაციის წყარო:Marca.com
სტატიის ავტორი: RealMadridFan
- 8 აგვისტო 2009
- 3 532
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.