მბაპემ „რეალში“ გადასვლაზე ისაუბრა
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და „პსჟ“-ს შემტევ კილიან მბაპეს კვლავ კითხეს, რას ფიქრობდა „რეალში“ გადასვლაზე.
„ჯერ კიდევ როდესაც ბავშვი ვიყავი, იქედან მოყოლებული ყველა საუბრობდა ჩემს ტრანსფერზე მადრიდის „რეალში.“ გულწრფელად რომ გითხრათ, მეც ბევრჯერ მიფიქრია აღნიშნულზე.“
„ახლა ვარ პარიზის შემადგენლობაში და ჩემი აზრით, არ არის სათანადო დრო მსგავსი თემების განსახილველად, რამეთუ შესაძლებელია ამ ყველაფერმა კლუბი დააზიანოს.“
„როდესაც აქ მოვედი 18 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი ვიყავი, ხოლო „პსჟ“-სა და ეროვნული გუნდის დახმარებით სუპერ-ვარსკვლავად ჩამოვყალიბდი.მადლიერი ვარ ყველაფრისთვის.“
„სეზონის ბოლომდე სიმშვიდეს ვინარჩუნებ და მხოლოდ ამჟამინდელ კლუბზე ვიქნები ფოკუსირებული.ვნახოთ, რა იქნება შემდეგ.“
MARCA
- 21 იანვარი 2020
- 3 016
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.