ზიდანი:„ოდრიოზოლას შეუძლია გუნდიდან წასვლა“
ზინედინ ზიდანმა „სალამანკასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ვინ იქნება სასტარტოს მეკარე? ამას ყველა ნახავთ, თანაც ძალიან მალე. ახლა არაფრის თქმას არ ვაპირებ.“
„მზად ვართ, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად და ვთვლით, რომ სამეფო თასი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ეს ტურნირი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია.“
„ხამესმა და ბეილმა სრული დატვირთვით ივარჯიშეს, დანარჩენს კი განაცხადის გაცნობის დროს ნახავთ.“
„ოდრიოზოლამ შესაძლოა კლუბი დატოვოს, მას არჩევანის საშუალება მივეცით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“
„მბაპეს განცხადება? მსურს მივმართო ფრანგს და მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ მისი კუმირი ვარ. ეს ბუნებრივიც არის, ჩემი დროის ლეგენდები, მოქმედი ფეხბურთელებისთვის მისაბაძი მაგალითები იყვნენ.“
„დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც კილიანი სხვებისთვის იქნება მისაბაძი კუმირი.“
„დამატებითი ტრანსფერები? 31 იანვრამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, თუმცა არსებით ცვლილებებს შუა სეზონში ნამდვილად ვერ განვახორციელებთ.“
„ჩვენი მეტოქე შესაძლოა შედარებით დაბალ საფეხურზე იდგეს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ უმაღლესი დონის ფეხბურთის საჩვენებლად და მოსაგებად, საქმეს სრული სერიოზულობით ვეკიდებით.“
„რეინიერი მომავლის ფეხბურთელია, ის სულ მალე შემოუერთდება სამეფო კლუბს და პირველ ეტაპზე „კასტილიას“ ღირსებას დაიცავს, შემდეგ კი ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს. ის ნიჭი, რომელიც ბრაზილიელი ტალანტს აქვს ნამდვილად დასაფასებელია.“
„რეინიერის თამაში მხოლოდ ვიდეობით მაქვს ნანახი და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ის დიდებულ ტაქტიკას ფლობს და მისი მთავარი მახასიათებელი სწორედ ბურთთან ელეგანტური ურთიერთობაა. მოდით დაველოდოთ მის ჩამოსვლას ესპანეთში.“
„„ბარსელონას“ თამაშის სტილი და 1000 პასზე მეტი? ეს ჩემი საქმე არ არის, ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს, რომლითაც კოლექტივი მოქმედებს.“
- 21 იანვარი 2020
- 10 097
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.