„მანჩესტერი“ მზად არის, ბეილში 100 მილიონი ახლავე გადაიხადოს
მანჩესტერ „იუნაიტედში“ სერიოზული ტრავმიანობაა, რაც კლუბის ცუდ შედეგებზეც აისახება...
ინგლისური მხარე სერიოზულად გააქტიურდა და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელზე სერიოზული ნადირობა გამოაცხადა.
მანჩესტერელები მზად არიან, გარეთ ბეილი ახლავე გაიფორმონ და სამეფო კლუბს 100 მილიონი ევრო გადაიხადონ. დიახ, სწორედ 100 მილიონით აპირებენ „წითლები“ ბეილის დამატებას და ამასთანავე აცნობირებენ, რომ მსგავს თანხას სხვა გუნდი „ბლანკოსს“ არ გადაუხდის.
იმ ფონზე, რომ მიმდინარე სეზონში გარეთი ძალიან ინერტულია და ისედაც წასვლას უწინასწარმეტყველბენ, ტრანსფერი შესაძლოა რეალური იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში თავად ფეხბურთელის პოზიცია ბევრ რამეს გადაწყვეტს.
- 21 იანვარი 2020
- 9 938
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.