როდის დაბრუნდება ედენ აზარი?
ბელგიელი შემტევი ნახევამრცველის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
აზარმა უკვე სატრენაჟორო დარბაზიდან მოედანზე გადაინაცვლა და იქ განაგრძობს აღდგენით ვარჯიშებს.სამეფო კლუბის მედიკოსები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან მის მდგომარეობას და მხოლოდ მაშინ აუნთებენ მწვანე შუქს, როდესაც 100 პროცენტით იქნება მზად.
არსებული მოცემულობით, ედენი მწყობრში უნდა შეხვდეს 1 თებერვალს გასამართ მადრიდულ დერბის, რათა შემდეგ ფორმის აკრეფვა მოასწროს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის დაპირისპირებებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა ტრავმა ნოემბერში მიიღო.
MARCA
- 21 იანვარი 2020
- 2 412
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.