ოდრიოსოლა „რეალს“ დატოვებს

მიმდინარე სეზონში ესპანელი ფეხბურთელის სათამაშო დრო საკმაოდ მწირია, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის მომავალს სამეფო კლუბში.

2018 წლის ზაფხულში, მადრიდის „რეალმა“ 35 მილიონი ევრო გადაიხადა ოდრიოსოლაში, თუმცა „სოსიედადის“ ყოფილმა მკვიდრმა ვერადავერ მოახერხა ზიდანის ნდობის მოპოვება.

ესპანელმა ფეხბურთელმა, წლეულს, მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 28 შესაძლოდან 17 შემთხვევაში საერთოდ განაცხადს მიღმა დარჩა.ბოლოს, ის 19 ოქტომბერს, „მალიორკას“ წინააღმდეგ გაისარჯა და თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ წითელი ბარათი მიიღო.

COPE-ს ინფორმაციით, ალვარო ახლოს არის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე კლუბის დატოვებასთან.გავრცელებული ხმებით, „რეალი“ იჯარით გაუშვებს ფეხბურთელს ან „სევილიაში“ ან „ატლეტიკში,“ თუმცა ის „ბაიერნის“ ინტერესის არეალშიც მოექცა და შესაძლოა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მოუწიოს ასპარეზობის გაგრძელება.

MARCA

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)