„იუნაიტედი“ დანებებას არ აპირებს
მანჩესტერ „იუნაიტედი“ დანებებას არ აპირებს. დონი ვან დე ბეეკმა თავად ახადა ფარდა ყველაფერს და განაცხადა, რომ „რეალთან“ არანაირი შეთანხმება არ აქვს, რაც ბრიტანული პრესისთვის საკმარისი გახდა, რომ სხვადასხვა ვერსია წარმოედგინათ...
მანჩესტერ „იუნაიტედი“ ვან დე ბეეკში უდიდეს ძალას ხედავს და დანებებას არ აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბი „აიაქსის“ მოხიბვლას თანხით აპირებს. მადრიდის „რეალი“ ჰოლანდიელის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს იხდის, ინგლისელები კი 65 მილიონ ევროზე ფიქრობენ.
„წითლების“ აზრით, ვან დე ბეეკის ტრანსფერის შემთხვევაში მანჩესტერული კლუბის თამაში მნიშვნელოვნად დალაგდება და დონის პროგრესთან ერთად კლუბის თამაშის ხარისხიც გაუმჯობესდება.
- 21 იანვარი 2020
- 755
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.