„რეალის“ ნახევარმცველების შედეგიანი სეზონი
ლუის არაგონესი (ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი) ყოველთვის უფრო მეტი შედეგიანობისაკენ მოუწოდებდა თავის ნახევარმცველებს.ის თვლიდა, რომ აღნიშნული ამპლუის ფეხბურთელებმა, სეზონი მინიმუმ 10 გოლიანი ნიშნულით უნდა დაასრულონ.
უცნობია, ემთხვევა თუა არა ლეგენდარული არაგონესისა და ზიდანის აზრები ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ ფრანგი სპეციალისტის მოთამაშეები ერთ-ერთი საუკეთესონი არიან გოლაობის კომპონენტში.
„სევილიას“ წინააღმდეგ კაზემიროს ბრწყინვალე თამაშის წყალობით, არ დაგვავიწყდეს, რომ ის საყრდენია, „რეალის“ ნახევარდაცვითი ხაზი უკვე 16 გოლს მოითვლის, რაც უკვე 2-ით მეტია შარშანდელი სეზონის მაჩვენებელზე.აღნიშნულში მოდრიჩმა 5 შედეგიანი დარტყმით შეიტანა წვლილი, ოთხ-ოთხით იმავე კაზემირომ და კროოსმა, 2-ით ფედე ვალვერდემ, ხოლო 1 ბურთის შეგდება ხამეს როდრიგესმაც მოახერხა.
თქვენი აზრით, რამდენ გოლიან ნიშნულს დააფიქსირებს „რეალის“ ნახევარდაცვა სეზონის ბოლოს?
MARCA
- 20 იანვარი 2020
- 1 005
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.