ვან დე ბეეკმა „რეალში“ ტრანსფერზე ისაუბრა
ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, 22 წლის ნახევარმცველსა და სამეფო კლუბის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართა და ახლა მხოლოდ დროის საკითხია ფეხბურთელის „გათეთრება.“
ვან დე ბეეკმა, რომელმაც განვლილ სეზონში 9 გოლის გატანითა და 8 ასისტის გაკეთებით მიიპყრო „რეალის“ ყურადღება, ჯერ-ჯერობით უარყოფს გავრცელებულ ხმებს: „აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.ოფიციალურ დონეზე არავისთან მქონია კონტაქტი და რა თქმა უნდა, კონტრაქტიც არ გამიფორმებია. სიმართლე მხოლოდ ეს არის."
„აიაქსის“ გამორჩეულმა ფეხბურთელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინტერესზეც გააკეთა კომენტარი: „არჩევანის გაკეთება „რეალსა“ და „იუნაიტედს“ შორის? ორივე დიდებული კლუბია.ვფიქრობ, ნებისმიერი ვარიანტი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება ჩემთვის.“
De Telegraaf-ის გადმოცემით, ამსტერდამული და მადრიდული გუნდები 55 მილიონზე არიან შეთანხმებულნი და ტრანსფერის განხორციელებას მხოლოდ ვან დე ბეეკის ხელმოწერა აშორებს.
AS
- 20 იანვარი 2020
- 4 698
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.