მენდი ბევრად მეტს თამაშობს, ვიდრე მარსელო
ფერლან მენდი სამეფო კლუბში კარგად ადაპტირდა. ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანის ნდობით აღჭურვილი პირია, რაზეც ის სტატისტიკაც მეტყველებს, რომელიც მარცხენა მცველს აქვს...
ფერლანი მის უშუალო კონკურენტ მარსელო ვიერაზე გაცილებით მეტს თამაშობს. ამ ეტაპზე მენდიმ უკვე მოასწრო 16 მატჩის ჩატარება. სამეფო კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემების მიხედვით, განაპირა მცველმა 1242 წუთი დაჰყო მოედანზე, რაც გაცილებით აღემატება მარსელოს მაჩვენებელს. ვიცე კაპიტანი მხოლოდ 897 წუთით არის შემოფარგული, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი ვიერას უფრო მეტი აქვს, მარსელომ უკვე მოასწრო 3 საგოლე გადაცემის გაკეთება, ფერლანის ანგარიშზე კი ამ გრაფაში 0 წერია.
სამეფო თასზე „სალამანკასთან“ მატჩში დაცვის მარცხენა ფლანგზე კვლავ მენდი მოიაზრება, რაც მის სტატისტიკას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
- 20 იანვარი 2020
- 1 231
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.