მიკელ არტეტამ ხამესი მოინდომა
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ლონდონის „არსენალი“ მადრიდის „რეალისთვის“ წინადადებას ამზადებს...
„მეთოფეები“ ხამეს როდრიგესის შეძენით ინტერესდებიან. „არსენალის“ ახალი მწვრთნელის, მიკელ არტეტას აზრით,კოლუმბიელი მოთამაშე პრემიერლიგას იდეალურად მოერგება.
არ სახელდება საკონტრაქტო და ფინანსური დეტალები, თუმცა „არსენალს“ ბევრი დრო არ აქვს დარჩენილი, ვინაიდან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 კვირაზე ნაკლებია დარჩენილი.
- 20 იანვარი 2020
- 1 612
- 18