კაზემირომ ამ სეზონში უკვე 2000-იან ნიშნულს გადააჭარბა
ბრაზილიელი კაზემირო ზიდანის ფორმაციის „რეალში“ შეუცვლელი ფიგურაა. ნახევარმცველმა უკვე გადააჭარბა 2000 წუთიან ნიშნულს და თუ ასე გაგრძელდება პირად რეკორდსაც გამოჰკრავს ხელს...
მიმდინარე სეზონში „ბლანკოსის“ უდავოდ ლიდერმა 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 4 გოლია.
საერთო ჯამში, ყველა ტურნირზე კაზემ 2310 წუთი დაჰყო მწვანე მინდორზე.
იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიელი ასეთი დატვირთვით თამაშს გააგრძელებს, პირად რეკორდს ყველა ვარიანტში დაამყარებს, ამ ეტაპზე კი „მერენგების“ მხრიდან ყველაზე მეტი წუთი აქვს ნათამაშები.
- 19 იანვარი 2020
- 1 716
- 31