ბრაჰიმში, ხამესში, ისკოსა და ბეილში „რეალი“ 200 მილიონის მიღებას გეგმავს
მადრიდის „რეალში“ სერიოზული ცვლილებები რომ იგეგმება ყველამ იცის. ზინედინ ზიდანს კოლექტივში რამდენიმე ტოპ ფეხბურთელის მოყვანა სურს და ბუნებრვია, არსებული შეგირდების გაყიდვაც აქვს მიზნად დასახული...
ბრაჰიმ დიასის მომავალი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. მადრიდში თვლიან, რომ დიასს განვითარება შეუძლია, მაგრამ არა „რეალში“, არამედ სხვა კლუბში.
გარეთ ბეილზე კვლავ ბევრი მითქმა-მოთქმაა, მაგრამ საბოლოო ჯამში ზიზუ მას შეელევა. მადრიდის „რეალს“ უელსელის სანაცვლოდ მინიმუმ 80 მილიონი ევროს მიღება სურს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ სხვა მსურველი არ გამოჩნდება, ფლორენტინო პერესი ენრიკე სერეზოს წინადადებას მიიღებს და ხამეს როდრიგეს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ატლეტიკოში“ გაუშვებს.
და ბოლოს, ისკო ალარკონი, რომელიც ხან ბრწყინავს, ხანაც კი ჩამქრალია, ზიზუს ხომ სტაბილური მოთამაშეები სჭირდება? დიდი ალბათობით „ბლანკოსი“ ესპანელს გაუშვებს ,ფრანცისკოს მომავალი კლუბი სავარაუდოდ „ჩელსი“ იქნება, რომელიც მოთამაშის სანაცვლოდ 55 მილიონი ევროს გადახდაზეა თანახმა.
- 19 იანვარი 2020
- 10 044
- 3