„იუნაიტედი“ ვან დე ბეეკის „რეალისთვის“ დათმობას არ აპირებს
მანჩესტერ „იუნაიტედი“ დონი ვან დე ბეეკისთვის იქამდე იბრძოლებს, სანამ ამის შანსი იარსებებს...
ინგლისური კლუბი ჰოლანდიელში ძალიან დიდ პერსპექტივას ხედავს, თუმცა ყველაფერს მადრიდის „რეალი“ უშლის ხელს.
თავად დონის „ბლანკოსში“ გადასვლა სურს. მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეთანხმება არსებობს კიდეც, რომლის მიხედვითაც, ნახევარმცველი „რეალის“ ღირსებას დაიცავს.
ამ ყველაფრის არ სჯერა ოლე გუნარ სულშერის ხელმძღვანელობას. მანჩესტერში ფიქრობენ, რომ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი და თუ „მერენგებსა“ და „აიაქსს“ შორის შეთანხმება არსებობს, აქამდეც გაკეთდებოდა ოფიციალური განცხადება.
- 19 იანვარი 2020
- 900
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.