„დორტმუნდს“ ვინიციუსის 1 წლიანი იჯარით წაყვანა სურს
დორტმუნდის „ბორუსია“ გაძლიერებას განაგრძობს. გავრცელებული ინფორმაციით, BVB-ს ვინიციუს ჟუნიორის იჯარით წაყვანა სურს...
შავ-ყვითლები მადრიდის „რეალს“ მიმართავენ და მზად არიან, თანამშრომლობა მომდევნო სეზონიდანაც დაიწყონ.
ბორუსიელებმა უკვე იყიდეს ჰოლანდი, რომელაც უკვე ჩაიდინა საოცრება და ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა ამაზე გაჩერებას არ გეგმავენ, ვინაიდან ჟეიდონ სანჩოს ბუნდესლიგიდან აბარგება ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
იმ ფონზე, რომ „რეალის“ მხრიდან ფეხბურთელების გერმანიაში გაშვება აპრობირებული მეთოდია, ვინის წასვლაც არ უნდა გამოვრიცხოთ, თუმცა აქ პრობლემას თავად მოთამაშის პოზიცია ქმნის, რომელსაც მადრიდში დარჩენა სურს.
- 19 იანვარი 2020
- 1 086
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.