კაზემირო:„ჩემი გოლები არ არის მთავარი“
კაზემირომ „სევილიასთან“ მატჩი შეაფასა...
„ურთულეს მეტოქესთან მოგვიწია თამაში და ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ. მთავარი ჩემი გოლები არ არის. რომ არა გუნდის ეფექტური მუშაობა, ჩვენ სასურველ შედეგს ვერ მივაღწევდით.“
„ვულოცავ იოვიჩს, მისი გადაცემა მართლაც შესანიშნავი იყო. გოლი სერბთან ერთად აღვნიშნე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანე.“
„VAR არსებობს და მსაჯებს გადაწყვეტილებების მიღება უადვილდებათ, სხვას ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი.“
„ეს იყო ტიპიური „რეალი“-„სევილია“, მომენტებით დახუნძლული, დაძაბულობით და ინტრიგით სავსე. ჩვენ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში.“
- 18 იანვარი 2020
- 974
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.