ვარანი:„მესის გაჩერება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს“
რაფაელ ვარანმა ჟურნალისტებთა საინტერესო კომენტარი გააკეთა...
„ის, რაც ჩემ თავს ხდება სიზმარზე მეტია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამდენ ტიტულს მოვიგებდი. უკვე 8 წელია „ბლანკოსში“ ვთამაშობ და ეს დაუვიწყარ თავგადასავლად მიმაჩნია. მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. აქ ყოველთვის ტიტულებს ითხოვენ. დიახ, ყველა სეზონი ნულიდან იწყება და ბოლოს გამარჯვება მოგვეთხოვება, ეს ყველაფერი უდიდეს მოტივაციას გვაძლევს, „ბლანკოსი“ სულ სხვა საფეხურზე დგას.“
„მე ვარ ინსპირირებული ისეთი ფეხბურთელებით, როგორებიც პეპე, რამოსი და კრიშტიანო რონალდუ არიან. ამ უკანასკნელს მოტივაციის პიკად მივიჩნევ, როდესაც რონალდუსთან ერთად ხარ, ყოველთვის მეტის გაკეთება გსურს, ის განსაკუთრებული ადამიანია. სერხიომ გამარჯვებულის მენტალიტეტი შემძინა, ის ვარჯიშებზეც კი ძალიან მომთხოვნია და ვერასდროს ეგუება ხარვეზებს. რამოსი „მერენგების“ ღირსეული კაპიტანი გახლავთ.“
„აზართან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა, ის კარგად ინტეგრირდება გუნდთან და სულ მალე უდავოდ ლიდერად მოგვევლინება.“
„ლეო მესი? მასთან განსაკუთრებული ყურადღების გარეშე თამაში წარმოუდგენელია, როდესაც კატალონიელი მოედანზეა სრული დაცვითი პოტენციალის გამოვლენა გვიწევს, ვინაიდან ძალიან სახიფათო შემტევია.“
„ზიდანი ყოველთვის განსაკუთრებული სიმშვიდით გამოირჩევა, ის ყველასთვის სამაგალითო ფიგურაა.“
- 16 იანვარი 2020
- 2 522
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.