„რეალი“ იკარდის არ ივიწყებს
ის, რომ მაურო იკარდი „ინტერში“ დაბრუნებას არ აპირებს ახალი ამბავი არ არის. არგენტინელი ფორვარდი ამჟამად 1 წლიანი იჯარის წესით „პსჟ“-ში იმყოფება და მისი მომავალი კვლავ გაურკვეველია...
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მაუროს „რეალი“ არ ივიწყებს და არ არის გამორიცხული, 2020 წლის ზაფხულში მას გამადრიდელება შესთავაზოს.
იმ ფონზე, რომ მარიანო დიასი და ლუკა იოვიჩი კლუბს მალე გამოემშვიდობებიან, ზიზუს 1 ცენტრალური ფორვარდი ყველა ვარიანტში დასჭირდება.
ამ ეტაპზე „მერენგები“ ტიმო ვერნერისა და იკარდის კანდიდატურებს აქტიურად განიხილავენ.
- 16 იანვარი 2020
- 1 350
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.