ვალვერდემ პოგბა დაჩრდილა

ახალგაზრდა ფეხბურთელმა მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

თუ მიმდინარე სეზონის დასაწყისში მადრიდული სამყარო პოგბას ტრანსფერის ჩავარდნას განიცდიდა, ახლა ვითარება სხვაგვარია.ფედერიკო ვალვერდემ საიმედო და შთამბეჭდავი ასპარეზობის წყალობით, ფრანგი ვარსკვლავის გამადრიდელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ყველანაირ დებატს წერტილი დაუსვა.

ესპანეთს სუპერთასის ფინალურ დაპირისპირებაში, ზიდანმა კვლავ 5 ნახევარმცველიან ტაქტიკაზე გააკეთა არჩევანი.ცხადია, ფედეც ძირითად შემადგენლობაში დააყენა.ეს უკანასკნელი პასების სიზუსტით (85.9%) მხოლოდ კროოსსა და მოდრიჩს ჩამორჩა, ხოლო დაბრუნებული ბურთების რაოდენობით, ასევე გერმანელისა და კარვახალის დარი შედეგი აჩვენა - 9.

რომ არა უიღბლობა, სამხრეთ ამერიკელი 65-ე წუთზე გოლსაც გაიტანდა, თუმცა მეორე დამატებითი ტაიმის მიწურულს, მაინც ჩაიდინა პატარა გმირობა.ალვარო მორატას მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენა არ აპატია და მყისვე აიღო წითელი ბარათი, რითაც გუნდი პოტენციური გოლისგან იხსნა.

ვალვერდეს წარმატებული გამოსვლა არც ცნობილ Transfermarkt.com-ს გამორჩა.ზაფხულის შემდეგ, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ 150%-ით მოიმატა და ახლა 50 მილიონ ევროს აღწევს.

როგორც იცით, „რეალმა“ 2016 წელს, „პენიაროლიდან“ შეიძინა ფედე 5 მილიონ ევროდ. „კასტილიასა“ და „დეპორტივოში“ მაღალ დონეზე თამაშის წყალობით, მას „რეალის“ პირველი შემადგენლობისკენაც გაეხსნა გზა და შედეგები სახეზეა - ის „ბლანკოსის“ წამყვან ფიგურად ყალიბდება.

AS

1

14 იანვარი 2020 13:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 334
ვალვერდე ძალიან კარგი ბიჭია,მაგრამ როდესაც პოგბასთან ესმევა პარალელი უნდა ითქვას რომ სხვადასხვა ფუნქციის შემსრულებელი ფეხბურთელები არიან.ვალვერდე ძალიან კარგია პრესინგის დროს,შეტევების ჩაშლის დროს,პოგბას კი უკეთესი მოედნის ხედვა აქვს,შორეული გრძელი პასები,დაცვის უკან ჩაგდებული პასები თავდამსხმელზე,ასევე არც პოგბაა ფიზიკურად ნაკლები და თითქმის შეუძლებელია კიდეც მაგ ასპექტში მისი დაჩაგვრა.ისე კარგად აყენებს ხოლმე კორპუსს რთულია მაგ დროს ბურთი აართვა.უბრალოდ ფედერიკოსგან განსხვავებით ნაკლებად მებრძოლი ფეხბურთელია,მასეთი ხასიათი რომ ქონდეს დღეს საუკეთესო ნახევარმცველიც იქნებოდა.პოგბა და ფედეც მშვენივრად ითამაშებენ ერთად ნახევარდაცვაში.

2

14 იანვარი 2020 13:27

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9 544
  • |
  • კომენტარები: 737
ციტატა: Bordo
ვალვერდე ძალიან კარგი ბიჭია,მაგრამ როდესაც პოგბასთან ესმევა პარალელი უნდა ითქვას რომ სხვადასხვა ფუნქციის შემსრულებელი ფეხბურთელები არიან.ვალვერდე ძალიან კარგია პრესინგის დროს,შეტევების ჩაშლის დროს,პოგბას კი უკეთესი მოედნის ხედვა აქვს,შორეული გრძელი პასები,დაცვის უკან ჩაგდებული პასები თავდამსხმელზე,ასევე არც პოგბაა ფიზიკურად ნაკლები და თითქმის შეუძლებელია კიდეც მაგ ასპექტში მისი დაჩაგვრა.ისე კარგად აყენებს ხოლმე კორპუსს რთულია მაგ დროს ბურთი აართვა.უბრალოდ ფედერიკოსგან განსხვავებით ნაკლებად მებრძოლი ფეხბურთელია,მასეთი ხასიათი რომ ქონდეს დღეს საუკეთესო ნახევარმცველიც იქნებოდა.პოგბა და ფედეც მშვენივრად ითამაშებენ ერთად ნახევარდაცვაში.

რა თქმა უნდა, პოგბა არის დიდი ფეხბურთელი, მაგრამ ბოლო პერიოდში საერთოდ "წავიდა ხელიდან." თან აშკარად ხასიათის მოთამაშეა, მაგრამ მე მინდოდა ზიდანის განკარგულებაში მისი ხილვა...

უბრალოდ ახლა ყველაზე ნაკლებად დგას ნახევარმცველის მოსვლის საკითხი...ეს პირველ რიგში ფედეს დამსახურებაა...რომელმაც გარკვეული დანაკლისი შეავსო მოედნის ცენტრში.
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

3

14 იანვარი 2020 13:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 334
ციტატა: Federico_Valverde
ციტატა: Bordo
ვალვერდე ძალიან კარგი ბიჭია,მაგრამ როდესაც პოგბასთან ესმევა პარალელი უნდა ითქვას რომ სხვადასხვა ფუნქციის შემსრულებელი ფეხბურთელები არიან.ვალვერდე ძალიან კარგია პრესინგის დროს,შეტევების ჩაშლის დროს,პოგბას კი უკეთესი მოედნის ხედვა აქვს,შორეული გრძელი პასები,დაცვის უკან ჩაგდებული პასები თავდამსხმელზე,ასევე არც პოგბაა ფიზიკურად ნაკლები და თითქმის შეუძლებელია კიდეც მაგ ასპექტში მისი დაჩაგვრა.ისე კარგად აყენებს ხოლმე კორპუსს რთულია მაგ დროს ბურთი აართვა.უბრალოდ ფედერიკოსგან განსხვავებით ნაკლებად მებრძოლი ფეხბურთელია,მასეთი ხასიათი რომ ქონდეს დღეს საუკეთესო ნახევარმცველიც იქნებოდა.პოგბა და ფედეც მშვენივრად ითამაშებენ ერთად ნახევარდაცვაში.

რა თქმა უნდა, პოგბა არის დიდი ფეხბურთელი, მაგრამ ბოლო პერიოდში საერთოდ "წავიდა ხელიდან." თან აშკარად ხასიათის მოთამაშეა, მაგრამ მე მინდოდა ზიდანის განკარგულებაში მისი ხილვა...

უბრალოდ ახლა ყველაზე ნაკლებად დგას ნახევარმცველის მოსვლის საკითხი...ეს პირველ რიგში ფედეს დამსახურებაა...რომელმაც გარკვეული დანაკლისი შეავსო მოედნის ცენტრში.

ნამდვილად მასეა.უბრალოდ მეც მაინტერესებდა ზიდანის ხელში როგორი იქნებოდა,მაგ ბიჭს ისეთი მწვრთნელი სჭირდება რომელიც მოიყვანს გონს და ისევ სწორ გზაზე დააყენებს,როგორც ეს კონტეს იუვეში იყო.საკმაოდ დიდი რესურსი აქვს და ამ რესურს ტყუილად ფლანგავს.
დღეს-დღეობით კი ვალვერდე შესანიშნავად გამოიყურება,მთავარია გააგრძელოს პროგრესი და ერთ დონეზე არ გაჩერდეს.

და ერთს დავამატებდი პოგბასთან დაკავშირებით.როდესაც ის იუვეში თამაშობდა მეტი თავისუფლება ჰქონდა მოედანზე,არიდებული ჰქონდა შავი სამუშაო,ამ სამუშაოთი ვიდალს ტვირთავდნენ,ის კი მოედანზე თავისუფლებას იღებდა,რის შედეგადაც მის შეტევით პორენციალს ავლენდა.დღეს მანჩესტერში ასე არაა,საკმაოდ უკან ყავთ დაწეული,ის კი დაცვით ფუნქციებში არც თუ ისე ძლიერია და როდესაც ამით ტვირთავ ფეხბურთელს შემდეგ რთულია ისეთივე შედეგიანი იყო შეტევაშიც.

4

14 იანვარი 2020 14:24

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Kait ra pogbas daxlartuli dedavatire 3 pas ver aketebs gadabmulad ertmanetze

5

14 იანვარი 2020 14:28

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
My Webpage ვინიციუსა რაკაცია wink მაინც არდაარტყმევინეს, ეტყობა პენალსაც ისევე ურტყამს როგორც თამაშიდან ურტყამს ხოლმე :))

6

14 იანვარი 2020 14:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 006
უბრალოდ ერთი ფაქტორია კიდე- ასაკი, 21 წლის ასაკში ვინმეს ესე ეთამაშოს და რეალის ძირითადი ფეხბურთელი გამხდარიყოს ბოლო ვინ გახსენედებათ? მთავარი განვითარდეს და წარმოიდგინეთ რამხელა რესურსია ამ ბიჭში! ეგ რო ფორმის და კარიერის პიკს მიაღწევს დარმწუნებული ვარ საუკეთესო იქნება თავის პოზიციაზე

7

14 იანვარი 2020 14:34

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რათ გინდა პოგბა კაით რა გადაობ ადმინ ვალვერდე ჯობია <3

8

14 იანვარი 2020 14:56

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Special__One
My Webpage ვინიციუსა რაკაცია wink მაინც არდაარტყმევინეს, ეტყობა პენალსაც ისევე ურტყამს როგორც თამაშიდან ურტყამს ხოლმე :))
აშკარაა მაგ ასპექტში როდრიგო უკეთესია. ზიზუც ენდობა უფრო როდრიგოს ვიდრე ვინიპუხს. შემოსულზე როდრიმ კაი იგრა დადოო არ ერიდებოდა გამწვავებას და ამით დრო მოიგო რეალმა.

9

14 იანვარი 2020 15:18

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Valverde magari kacia. Ramosis wasvlis mere kaze da es unda iyvnen kapitnebi

Mag droistvis marselo da benzemac wasulebi iqnebian

An dziritadshi agar iqnebian

10

14 იანვარი 2020 15:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 711
ციტატა: RAUL REAL
Valverde magari kacia. Ramosis wasvlis mere kaze da es unda iyvnen kapitnebi

Mag droistvis marselo da benzemac wasulebi iqnebian

An dziritadshi agar iqnebian

ვარანია რეალის მომავალი კაპიტანი, მე კაზემიროს მივცემდი სამკლაურს, მაგრამ წესი წესია.

11

14 იანვარი 2020 16:34

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Axl

ვარანი პირველი კაპიტანი იქნება ვიცე კაზე და მესამე კარვახალი

12

14 იანვარი 2020 17:57

ციტატა: Dani carvajal
ციტატა: Axl
ციტატა: RAUL REAL
Valverde magari kacia. Ramosis wasvlis mere kaze da es unda iyvnen kapitnebi

Mag droistvis marselo da benzemac wasulebi iqnebian

An dziritadshi agar iqnebian

ვარანია რეალის მომავალი კაპიტანი, მე კაზემიროს მივცემდი სამკლაურს, მაგრამ წესი წესია.

ვარანი პირველი კაპიტანი იქნება ვიცე კაზე და მესამე კარვახალი

ეგ რეალში სტაჟის მიხედვით ხო, მაგრამ ვარანი მაგ დროისთვის საკითხავია, რეალში იქნება თუ არა. თან კაპიტნობა ამათ უფრო შეეფერებათ. კაზეს უეჭველი. და ვალვერდესაც ლიდერის ნიშნები აქვს და ეგეც კაი კაპიტანი იქნება.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)