საპატიო დერეფანი - რას იზამს „სევილია?“
სამეფო კლუბი საუდის არაბეთიდან პრიმერა დივიზიონში ბრუნდება.
18 იანვარს, 19 საათზე (თბ. დროით), მადრიდელები საკუთარ მოედანზე უმასპინძლებენ „სევილიას.“ გამომდინარე იქედან, რომ „რეალი“ ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებულის რანგში პირველად გავა მოედანზე, ანდალუსიელებს მატჩის დაწყებამდე საპატიო დერეფნის მოწყობა მართებთ.
ამ ეტაპისათვის უცნობია, რას აპირებენ ლოპეტეგის შეგირდები, თუმცა 2005/06 წლების სეზონის „უეფას“ თასის მოგების შემდეგ, „ბლანკოსი“ აპრობირებული წესით შეეგება ჩემპიონებს.
MARCA
- 14 იანვარი 2020
- 2 176
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.