ზიდანი - ტიტული ყოველ 19 მატჩში
ზინედინ ზიდანმა 9-ვე ფინალში დაუმარცხებლად ათამაშა შეგირდები.
განვილ უქმეებზე, მადრიდის "რეალმა" და ფრანგმა სპეციალისტმა წარმატებით დაასრულეს გამოსვლა ესპანეთის სუპერთასზე. „ზედიზედ“ ზიდანმა მე-10 ტიტული მოიპოვა „თეთრების“ დამრიგებლის რანგში და ამისათვის მხოლოდ 187 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საშუალოდ ყოველი მე-19 მატჩის შემდეგ ახერხებს მადრიდისტების გახარებას მოპოვებული თასით, რაც, ალბათ, იდეალური შედეგია.
სამეფო კლუბის ყველა დროის წარმატებულ მესაჭეებს შორის, ზიზუ უკვე მეორე ადგილს იკავებს, ჩამორჩება რა მიგელ მუნიოსს, რომელმაც 14 წლიანი კარიერის განმავლობაში, ამავე რაოდენობის ჯილდოს მოუყარა თავი.მესამე და მეოთხე პოზიციებს კი ლუის მოლოუნი და ვისენტე დელ ბოსკე ინაწილებენ, შესაბამისად, 8 და 7 ტიტულით.
აღსანიშნავია, რომ „ბარსელონაში“ მუშაობის დროს, ასევე 14 თასს მოითვლის პეპ გვარდიოლა, ხოლო იოხან კრუიფმა 11-ჯერ გაახარა „კულეები.“
შეგახსენებთ, რომ ზიდანმა „რეალის“ სადავეები 2016 წელს, რაფაელ ბენიტესისგან გადაიბარა.ერთი შეხედვით გამოუცდელმა სპეციალისტმა, მადრიდულ სამყარო ახალ მწვერვალებზე აიყვანა და არა ერთი შთამბეჭდავი დღე აჩუქა გულშემატკივრებს.მიუხედავად იმისა, რომ მისი სამწვრთნელო კარიერა მხოლოდ 3 წელსა და 10 თვეს მოითვლის, თამამად შეიძლევა ვთქვათ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა.
ზიზუ ტიტულები „რეალის“ რიგებში: 3 ჩემპიონთა ლიგა, 2 ევროპის სუპერთასი, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერთასი და 1 ესპანეთის პრიმერა დივიზიონი.
MARCA
- 14 იანვარი 2020
- 2 064
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.