პერესი:„ყველაფერს გავაკეთებ, რომ „რეალი“ კიდევ უფრო ძლიერი გახდეს“
ფლორენტინო პერესმა მადრიდის „რეალის“ ტრიუმფის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„2020 წელი შესანიშნავად დავიწყეთ, ეს უნდა იყოს საწინდარი იმ დიდი წარმატებისა, რომელსაც ამ წელს კიდევ უნდა მივაღწიოთ. მადლობას ვუხდი ყველა ფეხბურთელს და ვაფასებ მათ. ჩვენ აქ ახალი ფორმატის ფარგლებში ჩამოვედით, მიზნად გამარჯვება დავისახეთ და ურთულესი ამოცანა შევასრულეთ. მე ვთვლი, რომ „რეალმა“ ესპანეთის სუპერთასი დაიმსახურა.“
„მსურს, მივულოცო „ატლეტიკოს“, რადგან მათ საოცარი მეტოქეობა გაგვიწიეს. ენრიკე სერეზოს უძლიერესი გუნდი ჰყავს, რომელსაც კიდევ უფრო დიდი მომავალი აქვს.“
„ეჭვგარეშეა, რომ თერთემეტრიანების შესრულების დიდი სპეციალისტები გვყავს, ვამაყობ ყველა ფეხბურთელით, ზიდანი კი „ბლანკოსში“ ბევრ თასს მოიგებს.“
„ტიბო კურტუა ვიყიდეთ ისე, როგორც მსოფლიოს საუკეთესო მეკარე და დღეს ბელგიელმა ეს დაამტკიცა. კურტუას სახით უდიდესი ძალა გვყავს და საკუთარი კარი დაცული გვაქვს.“
„ფედერიკო ვალვერდესთვის მიმდინარე სეზონი ძალიან მნიშვნელოვანია. ზიზუ ურუგვაელზე დიდ იმედებს ამყარებს, ყველა ბედნიერია მისი თამაშის ხილვის დროს. ფედე ბრწყინვალე იყო ნახევარფინალშიც.“
„არავინ იცის, გაიტანდა თუ არა მორატა გოლს, მაგრამ რისკი ძალიან დიდი იყო. ვფიქრობ, ფედერიკოს საქციელი გმირობის ტოლფასია, მან სიტუაციას სხვა განვითარება მისცა.“
„ის, რაც საუდის არაბეთში ვიხილეთ, მხოლოდ ქების ღირსია. ძალიან ბევრი ადგილობრივი ქომაგი ჩვენს მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავდა. მსურს ყველას დიდი მადლობა ვუთხრა.“
„წინ 3 გამოწვევაა, ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგისა და სამეფო თასის სახით. ვეცდებით, ყველა ტიტული მოვიგოთ, ეს ჩვენი უმთავრესი მიზანია.“
„სუპერთასის ფინალის შემდეგ ქომაგებს საჯაროდ ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ 2020 წელს სამეფო კლუბის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ჩვენ გვაქვს განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ხორციელდება და შედეგებიც სახეზეა. მადრიდი ყოველთვის პირველი უნდა იყოს, გუნდის მენეჯმენტი სწორედ ამისთვის იღწვის და ცდილობს, რომ არსებული სტანდარტები კიდევ უფრო გააუმჯობესოს.“
- 13 იანვარი 2020
- 10 572
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.