რამოსი:„ვალვერდეს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა“
„მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, რაც უკვე საუკუნეზე მეტია მტკიცდება. თაობიდან თაობას გადაეცემა გამარჯვებულის სულისკვეთება. ვინც აქ მოდის ყველა ითავისებს იმ ტრადიციებს, რომელიც გუნდში არსებობს. ეს მადრიდული გიგანტია.“
„პირად დონეზე ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კიდევ ერთი ტიტული შევმატე ჩემს მდიდარ კოლექციას, რაც ძალიან მაბედნიერებს. კიდევ 2 ტიტულის მოგების შემთხვევაში ისტორიულ ლეგენდებს გავუთანაბრდები, ვისაც ყველაზე მეტი თასი აქვთ მოგებული.“
„მეორე ტაიმში მცირე ტრავმა მივიღე, ტერფის ტკივილი ბოლომდე მაწუხებდა, ბოლოს ცოტა შემეშინდა, მაგრამ მოედნიდან ვერ გავიდოდი, ვინაიდან გუნდს ვჭირდებოდი, იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია და მოედანზე გასვლას მალე შევძლებ.“
„ვალვერდეს და მორატას მომენტი? ალვარო ჩემთან მოვიდა, ტიტულის მოგება მომილოცა და მითხრა, რომ ვალვერდეს ადგილზე „ბლანკოსის“ ყველა ფეხბურთელი ასე მოიქცეოდა, ის დამწუხრებულია, მაგრამ „რეალი“ მორატას გულში ყოველთვის იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ.“
- 13 იანვარი 2020
- 14 417
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.