ზიდანი:„ვალვერდე ზუსტად ისე მოიქცა, როგორც საჭირო იყო“
ზინედინ ზიდანმა ესპანეთის სუპერთასის მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„როგორც ველოდით, ზუსტად ისე განვითარდა მოვლენები. მადრიდის „რეალმა“ ბევრი იწვალა, ვინაიდან ურთულესი მეტოქე ჰყავდა, თუმცა მთავარი ის შედეგია, რომელიც დავაფიქსირეთ. ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით.“
„სეზონის სტარტზე პრობლემები იყო, თუმცა სიმშვიდეს და მოთმინებას ვინარჩუნებთ, მთავარი სწორედ ეს არის. ვფიქრობ, სეზონი გრძელია და ხშირად იცვლება ბევრი რამ. მთავარი ის არის, რომ ყველა მადრიდისტა ბედნიერი იყოს, მე ვარ. (იცინის).“
„ძიუპონი? მისი სამუშაო ნათელია, ჩემი ფეხბურთელები 120 წუთის მანძილზე დაღლას ვერ გრძნობდნენ. ჩვენ გვყავს შესანიშნავი სამწვრთნელო შტაბი და სამედიცინო პერსონალი, რომელიც ზრუნავს მოთამაშეთა განვითარებაზე.“
„მარიანო? ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ. არჩევანს მატჩების წინ ვაკეთებ. ვინც „რეალში“ თამაშობს, ყველა იმსახურებს აქ ყოფნას.“
„9-იდან 9 ფინალი? ეს მართლაც საოცრებაა რისთვისაც ფეხბურთელებს დიდ მადლობას ვუხდი. რომ არა ჩემი შეგირდები ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწევდი. აღფრთოვანებული ვარ და „ბლანკოსთან“ ერთად კიდევ ბევრი ფინალის მოგებას ვაპირებ. ფეხბურთელის რანგშიც ბევრი ფინალი მაქვს მოგებული, ჩემი კოლექცია დიდია.“
„კურტუა უდიდესი მეკარეა, ბელგიელმა ბევრჯერ გვიხსნა გაშვებული გოლისგან. გოლკიპერთა მწვრთნელს დიდ მადლობას ვუხდი, ვინაიდან მათ დაგვანახეს ნამდვილი ტიბო, კარის დარაჯი, რომელიც მუდმივად ზრუნავს გუნდის უსაფრთხოებაზე.“
„ვალვერდე ზუსტად ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო. ვამაყობ ურუგვაელით, მან ტურნირი შესანიშნავად ჩაატარა. ახლავე უნდა დადუმდეს ყველა, ვინც „რეალის“ ახალგაზრდა ვარსკვლავს გააკრიტიკებს, ის მხოლოდ შექებას იმსახურებს.“
„საუდის არაბეთში თასის მოსაგებად ჩამოვედით და ბედნიერები ვართ, რომ ასეც მოხდა. წინ დიდი გამოწვევები გვაქვს, რომელსაც აუცილებლად დავძლევთ.“
- 13 იანვარი 2020
- 12 550
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.