მიმდინარე სეზონში გოლის გატანა 16-მა ფეხბურთელმა შეძლო

სამეფო კლუბის ფეხბურთელები მიმდინარე სეზონში განსაკუთრებული შედეგიანობით ნამდვილად ვერ გამოირჩევიან, ვინაიდან 26 დაპირისპირებაში 53 გოლი აქვთ გატანილი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქე გუნდის კარის აღება უკვე 16-მა ფეხბურთელმა შეძლო...

უდავო ლიდერი კარიმ ბენზემაა, რომელმაც ამ სეზონში უკვე 16 გოლი ჩაიწერა აქტივში, აქედან 12 ლა ლიგაზე მოდის, ხოლო 4 ჩემპიონთა ლიგაზე.

ფრანგ ფორვარდს მოჰყვება როდრიგო 6 გოლით, რამოსი და ლუკა მოდრიჩი 5-5 გოლით.

4-ჯერ იზეიმა გოლის გატანა ტონი კროოსმა.

2-ჯერ გამოიჩინეს თავი ვალვერდემ, ვარანმა, ვინიციუსმა, კაზემირომ და გარეთ ბეილმა.

თითო-თითო გოლი აქვთ გატანილი ედენ აზარს, ლუკას ვასკესს, ლუკა იოვიჩს, ხამეს როდრიგესს, ისკო ალარკონს და დანიელ კარვახალს.

  • Datuna
  • 11 იანვარი 2020
  • 1 134
  • 1

1

11 იანვარი 2020 16:22

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კარგია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 9
3 იამალი 8
4 კამელიო 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (119)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)