ვარანმა „რეალში“ მე-200 მატჩი მოიგო
რაფაელ ვარანისთვის „ვალენსიასთან“ ესპანეთის სუპერთასზე გამართული მატჩი საიუბილეო გამოდგა...
ფრანგმა ფეხბურთელმა „მერენგების“ რიგებში მე-200 დაპირისპირება მოიგო. შეხვედრების უმრავლესობა რა თქმა უნდა ლა ლიგაზე მოდის. 126 შემთხვევაში ფრანგი სწორედ ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში გამოდგა გამარჯვებული. მეორე ადგილზე ჩემპიონთა ლიგაა (47 მატჩი) დანარჩენი კი სხვა ტურნირებზე მოდის.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგ მცველს „ბლანკოსში“ 16 ტიტული აქვს მოგებული.
- 9 იანვარი 2020
- 674
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.