ზიდანი:„„რეალმა“ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამართა“
ზიზუმ „ვალენსიას“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„მე ვფიქრობ, რომ ჩემმა გუნდმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ბურთის კონტროლი, ტექნიკა, სისწრაფე, აგრესია, სიზუსტე, აბსოლუტურად ყველაფერი გვქონდა და შედეგი სახეზეა. მადლობა ყველა ფეხბურთელს.“
„ბეილი ვერ გვეხმარება, მას ექიმები ვარჯიშის საშუალებასაც არ აძლევენ, აქედან გამომდინარე, უელსელი მადრიდში დარჩება.“
„იოვიჩის თამაშით კმაყოფილი ვარ. სერბმა საგოლე გადაცემაც გააკეთა და მთელი მატჩის განმავლობში ბევრი იბრძოლა.“
„არ ვიცი, იყო თუ არა ეს ჩემი გუნდის საუკეთესო ვერსია, მაგრამ კმაყოფილებას ვერ ვმალავ.“
„ისკო გენიალური ფეხბურთელია, მას სურს მოედანზე საოცრებების მოხდენა და ამას აკეთებს კიდეც.“
„მოდრიჩი, ისკო, კროოსი, სამივე შესანიშნავი იყო, საოცარი გოლები გაიტანეს და გუნდს მოაგებინეს.“
„თასი ჯერ არ მოგვიგია, ჯერ მხოლოდ ფინალის საგზური მოვიპოვეთ, სადაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხებისთვის მზად ვართ. „ბარსას“ და „ატლეტიკოს“ ერთსა და იმავეს ვეტყოდი, ჩემი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.“
- 9 იანვარი 2020
- 6 138
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.