მარიანოს „სევილიას“ ვარიანტი ხიბლავს
სანამ მარიანო დიასი „ლიონიდან“ „რეალში“ დაბრუნებოდა, მისით „სევილია“ ინტერესდებოდა, მაგრამ ფორვარდმა „ბლანკოსი“ აირჩია...
ახლა სულ სხვა სიტუაციაა. მარიანოს „ბლანკოსი“ უშვებს. ფლორენტინო პერესი ნებისმიერ წინადადებას განიხილავს, რომელიც ფორვარდს უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ანდალუსიურმა კლუბმა ინტერესი განაახლა. მარიანოს კი ამჟამად „სევილიას“ წინადადება ხიბლავს და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში მზად არის თანხმობა განაცხადოს.
- 8 იანვარი 2020
- 753
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.