ზიდანი:„რასაც ახლა გეტყვით ძალიან გაგიკვირდებათ“
ზინედინ ზიდანმა „ვალენსიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„მზად ვართ იმისთვის, რომ კარგი მატჩი ჩავატაროთ და სუპერთასის ფინალში გავიდეთ. მადრიდის „რეალი“ ბოლომდე დაიხარჯება ტურნირის მოსაგებად. დიახ, 2 დიდი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ კლუბში არსებობენ სხვა ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მოედანზე გასვლა და უმაღლესი ფეხბურთის ჩვენება.“
„ბეილი ვერ წამოვიყვანეთ, ვინაიდან ექიმებმა მას თამაშის ნება არ დართეს.“
„ლუკა იოვიჩი მხოლოდ 21 წლის არის, მან მოთმინება უნდა გამოიჩინოს. სერბ ფეხბურთელს აუცილებლად მიეცემა შანსი.“
„იმისათვის, რომ ფინალში გავიდეთ, ჩვენი გუნდის საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ. რასაც ახლა გეტყვით, ძალიან გაგიკვირდებათ, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაზე არ ჩამოვყალიბებულვარ, მეტიც, გადაწყვეტილებას მატჩამდე ცოტა ხნით ადრე მივიღებ. ჯერ კიდევ მაქვს ფიქრის დრო.“
„იოვიჩი მომავალია, მან განსაკუთრებული სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და არ აყვეს იმ ინფორმაციებს, რომლებიც მედიის საშუალებით ვრცელდება.“
„აღარ ვისაუბრებ ბენზემაზე, რადგან ის ჩვენს გვერდით არ არის.“
„ფინალში უნდა გავიდეთ, შემდეგ კი ნებისმიერი გამოწვევა მივიღოთ.“
- 8 იანვარი 2020
- 4 923
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.