4 იანვარი - 4 წელი ზიდანის „რეალში“ დანიშვნიდან
დღეს, 4 იანვარს, ზინედინ ზიდანის „რეალში“ პირველად დანიშნვიდან 4 წელი გავიდა...
2016 წლის 4 იანვარს, „ბლანკოსის“ სადავეები ხელში ზიზუმ აიღო. გუნდის, რომელიც რაფაელ ბენიტესის მმართველობისქვეშ იყო და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, აჩვენებდა საშინელ შედეგებს და არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა.
ზიზუმ მოსვლისთანავე ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო, ხოლო რა მოხდა შემდეგ ყველას კარგად ახსოვს.
გასულ 4 წელიწადში, ფრანგმა ლეგენდამ კლუბის დატოვებაც მოასწრო, თუმცა პაუზა მხოლოდ 10 თვიანი გამოდგა და გასული წლის მარტში, ლეგენდა პოზიციას დაუბრუნდა.
გასული 4 წლის განმავლობაში ზიდანის ანგარიშზეა ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის, ესპანეთისა და ევროპის სუპერთასები, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. ასევე უამრავი რეკორდი, როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური თვალსაზრისით.
- 4 იანვარი 2020
- 1 546
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.