ალბიოლი: "მიუტევებელი შეცდომა დავუშვი"
სამეფო გუნდის ესპანელმა მცველმა, რაულ აბლიოლმა, "ას"-თან ინტერვიუ ჩაწერა.
- ბოლო გამარჯვებით, ლა ლიგის მოგების შანსები გაიზარდა?
- აღნიშნულმა მოგებამ პოზიტიური გავლენა მოახდინა გუნდზე.უწინარეს ყოვლისა, ფეხბურთელები ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უფრო ავმაღლდით.
- როგორც ჩანს, "რეალს" ბეწვის ხიდზე უყვარს სიარული, გამომდინარე იქიდან, რომ გამარჯვების გოლი მხოლოდდამხოლოდ ბოლო წუთზე გაიტანა...
- 2-2-ზე ძალიან რთული იყო თამაში.ყველას ეგონა, რომ გუნდი ვერ შეძლებდა გამარჯვების მოპოვებას.ბოლო წუთზე გატანილი გოლი უაღრესად მნიშნელოვანი იყო ჩვენთვის, რამეთუ შეიძლებოდა იმ მატჩში დაგვემთავრებინა პრიმერასთვის ბრძოლა.
- პირველი გაშვებული გოლი თქვენს სინდისზეა.ამ ეპიზოდის შემდეგ კასილსსა და თქვენ შორის რა დიალოგი შედგა...
- კასომ გამამხნევა.დამეთანხმებით, რომ მცველისათვის ძალიან რთულია ასეთი შეცდომის დაშვება.ამას შეიძლება გადაეწყვიტა კიდეც ლა ლიგის ბედი, მაგრამ საბედნიეროდ გავიმარჯვეთ.ვიმედოვნებ, რომ დარჩენილ თამაშებში მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.
- "ოსასუნასთან" მადრიდის დაცვითი ხაზი საკმაოდ სუსტი იყო.არ შიშობთ, რომ იგივე შეიძლება განმეორდეს მომავალ შეხვედრაშიც?
- პამპლონელების წინააღმდეგ, რაღაც არა დამაჯერებლობა სუფევდა მოედანზე.მე მიუტევებელი შეცდომა დაუშვი იმ ეპიზოდში.ვაღიარებ, რომ ჩემი დღე არ იყო.
- როგორ ფიქრობთ, "ბარსა" წაიბორძიკებს?
- ვიმედოვნებ.
- 5 მაი 2010
- 1 900
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.