MARCA - „რეალმა“ რეინიერი იყიდა!
მადრიდის „რეალი“ ახალგაზრდა ბრაზილიელი ტალანტების ესპანეთის დედაქალაქში ჩამოყვანას განაგრძობს. უკვე 6 თვეა სამეფო კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი 17 წლის ბრაზილიელი რეინიერის დამატებას ცდილობს, რომელზეც პრეტენზიას ასევე აცხადებენ მანჩესტერ „სიტი“ და „ბარსელონა“....
„მარკას“ და კიდევ რამდენიმე ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მადრიდულმა გიგანტმა რეინიერთან შეთანხმებას მიაღწია და წინახაზელი სულ მალე ჩავა ესპანეთის დედაქალაქში.
რეინიერი კარიერას „კასტილიაში“ დაიწყებს შემდეგ კი მთავარ გუნდს შეუერთდება.
ვინიციუს ჟუნიორისა და როდრიგო გოეშის შემდეგ რეინიერი მესამე ახალგაზრდა იქნება, რომელიც „ბლანკოსის“ წარმატებისთვის იბრძოლებს.
ჟესუსს ახალ ნეიმარსაც უწოდებენ, ის ძალიან სწრაფი, ტექნიკური და ძლიერი დარტყმის მქონე მოთამაშე გახლავთ. თამაშის სტილით მას რიკარდო კაკასაც ადარებენ.
17 წლის ფეხბურთელი სატრანსფერო თანხად 40 მილიონი ევრო სახელდება.
- 3 იანვარი 2020
- 11 851
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.