"ბლანკოსი" მალიორკაშია
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები, 20 საათსა და 55 წუთზე, მალიორკას აეროპორტში ჩაფრინდნენ.
"თეთრებს" აეროპორტშივე 500-მდე ქომაგი დახვდათ, რომლებიც სხვადასხვა ფეხბურთელების სახელებსა თუ გვარებს სკანდირებდნენ.ცნობისათვის გეტყვით, რომ შეძახილები ძირითადად რონალდუს, კასილასისა და გუტის მიმართულებით კეთდებოდა.
ტრადიციისამებრ, გულშემატკივრების სიუხვის გამო, მადრიდელ ვარსკვლავებს რამდენიმე წუთი მოუწიათ აეროპორტში შეყოვნება.ისინი ქომაგებს ოცნებებს უსრულებდნენ, რაც გამოიხატებოდა მათთან სურათების გადაღებით, ავტოგრაფების დარიგებებით და ა.შ.
- 5 მაი 2010
- 1 501
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.