ზინედინ ზიდანს 2020 წელს 6 ტიტულის მოგება შეეძლება
ზინედინ ზიდანს აქვს შანსი იმისა, რომ მადრიდის „რეალის“ ისტორიაში პირველად, კალენდარულ წელიწადში 6 ტიტული მოიგოს...
იანვრის პირველივე ნახევარში „ბლანკოსს“ შეუძლია, რომ ესპანეთის სუპერთასი მოიგოს, ამისათვის ჯერ ნახევარფინალის, შემდეგ კი ფინალის მოგება მოუწევს.
გარდა ამისა „ბლანკოსი“ ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და სამეფო თასის მოგებისთვის იბრძოლებს.
ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში გუნდი ევროპის სუპერთასზეც ითამაშებს, დეკემბერში კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.
ყოველივე ზემოაღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ზიზუს 2020 წელს თეორიულად 6 ტიტულის მოგების შანსი აქვს. მსგავსი პრეცენდენტი „ბლანკოსის“ ისტორიას არ ახსოვს.
- 2 იანვარი 2020
- 1 808
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.